LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: უმრავლესობა თითქმის ყველა საკრებულოში გვაქვს – რამდენიმეში, სადაც „ოცნებას“ ერთპარტიული უმრავლესობა არ აქვს, საკრებულოს წევრებთან მოლაპარაკებების საფუძველზე ჩამოყალიბდება

77
ირაკლი კობახიძე

„მთლიანობაში, „ქართულმა ოცნებამ“ ეს არჩევნები მოიგო, მის ყველა ასპექტში,“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და თქვა, რომ რამდენიმე საკრებულოში, სადაც „ქართულ ოცნებას“ ერთპარტიული უმრავლესობა არ აქვს, უმრავლესობა საკრებულოს წევრებთან მოლაპარაკებების საფუძველზე ჩამოყალიბდება.

მისი თქმით, ამ საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებულია. რაც შეეხება შედეგების შეჯამებას, როგორც კობახიძემ განაცხადა, „ქართულმა ოცნებამ“ მერის არჩევნები მოიგო 64-დან 63 მუნიციპალიტეტში, რითაც მათ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგი გააუმჯობესეს.

„ჩვენ პარტიას მყარი უმრავლესობა აქვს თითქმის ყველა მუნიციპალურ საკრებულოში. რამდენიმე საკრებულოში, სადაც „ქართულ ოცნებას“ ერთპარტიული უმრავლესობა არ აქვს, უმრავლესობა საკრებულოს წევრებთან მოლაპარაკებების საფუძველზე ჩამოყალიბდება. ამ საკითხზე მუშაობა უკვე წარმატებით დაწყებულია.

ჩვენ მოვიგეთ ე.წ. რეფერენდუმი, რომელსაც ჩვენი ოპონენტები ე.წ. 43%-იან ბარიერს უკავშირებდნენ. როგორც მოგეხსენებათ, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების პირველ ტურში ხმების 47% მიიღო.

გარდა ამისა, ჩვენ მოვიგეთ ე.წ. რეფერენდუმის მეორე ტურიც, სადაც ამომრჩეველთა ხმების 55% მივიღეთ. მთლიანობაში „ქართულმა ოცნებამ“ ეს არჩევნები მოიგო მის ყველა ასპექტში. ჩვენ პრაქტიკულად გავიმეორეთ შარშანდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგი და ეს შევძელით ძალიან რთული პროცესების ფონზე, რომელიც გასული 1 წლის მანძილზე გამოვიარეთ“, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძე: ესაა პირველი არჩევნები, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან გასვლის შემდეგ ჩავატარეთ, ასეთი დანაკლისის შევსება მხოლოდ გუნდის ერთიანობით შევძელით

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები