გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა, შინაგან საქმეთა სამინიტროს ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოდან შემოსული ინფორმაციის საფუძველზე,  ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

ქალაქ თბილისში კოჯრის გზატკეცილზე  გადამოწმებული  ავტომანქანის ძარაზე,  20 ერთეული 3 მეტრიანი წიწვოვანი სახეობის სამასალე  მორი იყო განთავსებული.

ავტომანქანის მძღოლმა ვერ წარმოადგინა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტაცია. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი 1282 მუხლის მე-4 ნაწილით, რაც ითვალისწინებს ჯარიმას 1 000 ლარის ოდენობით. ავტომანქანა დაილუქა.

მსგავსი თემები