საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ე.წ. კომენდანტის საათი ძალაში რჩება.
მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ილია დარჩიაშვილმა თქვა, რომ ეს ყველაზე ქმედიტი ბერკეტია, რათა მობილობა შემცირდეს.
„ამ ეტაპზე, კვლავ ძალაში რჩება ღამით გადაადგილების შეზღუდვა, რადგან ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი ბერკეტი მობილობის შესამცირებლად. ჩვენ ვაკვირდებით ვითარებას და შემდეგ გადაწყვეტილებებს მივიღებთ არსებული ეპიდემიოლოგიური სურათის გათვალისწინებით და საფუძველზე“, – განაცხადა საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ილია დარჩიაშვილმა.