LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომენტარი, რომ არ სჭირდებათ ევროკავშირისგან 75 მილიონი, პირდაპირი განაცხადია იმის თაობაზე, რომ „ქართულ ოცნებას“ საქართველო მიჰყავს საერთაშორისო იზოლაციისკენ: ანა ნაცვლიშვილი

92
ანა ნაცვლიშვილი

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ განცხადება, რომ „არ სჭირდებათ ევროკავშირისგან 75 მილიონი, პირდაპირი განაცხადია იმის თაობაზე, რომ „ქართულ ოცნებას“ საქართველო მიჰყავს საერთაშორისო იზოლაციისკენ“.

მისივე თქმით, „ოცნების“ საგარეო ორიენტირის მაჩვენებელი ბელარუსის „კგბ“-სთან დადებული შეთანხმებაა, რომლის შესახებაც საზოგადოებამ ცოტა ხნის წინ შეიტყო.

საქართველომ ვერ შეძლო სათანადოდ შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა, კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი: ევროკავშირის წარმომადგენლობა

ყველა სახის განცხადება საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის შეწყვეტაზე და მით უფრო რეფორმების დღის წესრიგის ცვლილებაზე – უსაფუძვლოა: ფინანსთა სამინისტრო

„კომენტარი, რომ მათ არ სჭირდებათ ევროკავშირისგან 75 მილიონი, არის პირდაპირი განაცხადი იმის თაობაზე, რომ „ქართულ ოცნებას“ საქართველო მიჰყავს საერთაშორისო იზოლაციისკენ.

როდესაც ჩვენი მთავარი პარტნიორი, მეგობარი არ იქნება ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები და ცივილიზებული სამყარო, რჩება რუსეთი და ის ქვეყნები, რომლებიც რუსულ, ტოტალიტარულ და ავტოკრატიულ ორბიტაზე მოქმედებენ. ამის მაგალითი არის, მათ შორის, ბელარუსის „კგბ“-სთან დადებული შეთანხმება, რომლის შესახებაც ცოტა ხნის წინ გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი. ეს არის „ქართული ოცნების“ ორიენტირი. ამგვარად, ეს განცხადებაც ემსახურება სწორედ ამას, რომ ქვეყანა უკვე გაფორმდეს როგორც არა ევროკავშირის პარტნიორი, არა როგორც დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს წინ, არამედ როგორც სახელმწიფო, რომელიც იზოლირებულია საერთაშორისო საზოგადოებისგან“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g