LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონკურსი 2020 წლის „წინანდლის პრემიის“ მოსაპოვებლად!

406
118807964-2806685396285344-2870271941920035297-n

,,ზურაბ ჟვანიას ფონდი” აცხადებს კონკურსს 2020 წლის „წინანდლის პრემიის“ მოსაპოვებლად. 2020 წლის მანძილზე განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების პრემიაზე წარდგენა შეუძლიათ 18-30 წლის ხალგაზრდა მეცნიერებსა და ხელოვანებს რვა ნომინაციაში:

⦿ თეატრალური ხელოვნება

⦿ კინოხელოვნება

⦿ პროზა

⦿ მხატვრული ლიტერატურა პოეზია

⦿ მუსიკალური ხელოვნება

⦿ ჰუმანიტარული მეცნიერებები

⦿ სახვითი ხელოვნება

⦿ საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

„წინანდლის პრემიის” ლაურეატები დაჯილდოვდებიან დიპლომით, სხვადასხვა პრიზითა და ფულადი პრემიით;

ახალგაზრდა ხელოვანთა და მეცნიერთა რიგით მერვე „წინანდლის პრემიის“ მოსაპოვებლად განაცხადების მიღება წარმოებს 2020 წლის 21 სექტემბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით;

ახალგაზრდა შემოქმედებისთვის პრემიის დაწესების იდეა 1998 წელს წინანდალში ახალგაზრდა შემოქმედთა შეხვედრა-სემინარზე დაიბადა. სემინარის ორგანიზატორი იყო საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტი. პრემიის სახელიც მაშინვე შეირჩა.„წინანდლის პრემიის“ პირველი დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი 1999 წელს თეატრალურ სარდაფში გაიმართა. პროექტს თავიდანვე აქტიურად დაუჭირა მხარი პარლამენტის თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ, რომლის ინიციატივით და პატრონაჟით ხორციელდებოდა „წინანდლის პრემია”.

„წინანდლის პრემია“ ემსახურება თანამედროვე ხელოვნებასა და მეცნიერებაში არსებულ მიღწევათა პოპულარიზაციას და ხელს უწყობს ახალგაზრდა, ნიჭიერ და პერსპექტიულ შემოქმედთა შესაძლებლობების რეალიზებას. წლების განმავლობაში „წინანდლის პრემიამ“ ხელი შეუწყო ნიჭიერ ახალგაზრდებს, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს თანამედროვე ქართული კულტურისა და მეცნიერების განვითარებაში.

კონკურში მონაწილეობის მსურველებმა „წინანდლის პრემიის” დებულება, დეტალური ინფორმაცია და საკონკურსო აპლიკაცია იხილეთ

http://www.zurabzhvania.ge/winandlis%20premia.html

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, „წინანდლის პრემიის“ სააპლიკაციო დოკუმენტაციის მიღება განხორციელდება ელექტრონულად ელ. ფოსტის [email protected] საშუალებით.

საკონკურსო განაცხადების მიღების წესი:

განაცხადებები მიიღება 2020 წლის 21 სექტემბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით მითითებულ ელ. ფოსტაზე [email protected]

დარგის და ნაშრომის სპეციფიკიდან გამომდინარე, თუ ნამუშევარი საჭიროებს უშუალო წარდგენას წინანდლის პრემიის ჟიურის წინაშე, საკონკურსო ნიმუშების (აპლიკაციის ფორმასთან და რეზიუმესთან ერთად) მიღება მოხდება 13 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით ზურაბ ჟვანიას ფონდში, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, შარტავას ქ. N18, ბ-25. 13-20 ოქტომბრის ჩათვლით ზურაბ ჟვანიას ფონდში დოკუმენტების მიღება განხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეგულაციების გათვალისწინებით;

პროექტი ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით,  „წინანდლის პრემიის“ ოფიციალური მზღვეველია სადაზღვევო კომპანია „არდი“. პროექტის

საინფორმაციო მხარდაჭერია რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ:

[email protected]

(+995 32) 2 30 74 96

(+995 32) 593 98 33 63

www.zurabzhvania.ge

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები