LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონტროლდება მხოლოდ  თბილისი, რეგიონებში კი ადამიანი უბრალოდ ვერ ხვდება, რატომ არ უნდა გადაიხადოს ქორწილი ან ქელეხი – შოთა ბურჯანაძე

302
შოთა და რესტორანი

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძეე „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ აცხადებს, რომ მაშინ, როცა თბილისში რესტორნები მკაცრად კონტროლდება და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე კატა – თაგვობანას გვათამაშებს, რეგიონებში რესტორნების კონტროლი არ ხდება.

ერთი წლის განმავლობაში ამირან გამყრელიძე კატა-თაგვობანას გვათამაშებს – ჩაგვკეტავს, გაგვხნის და ეს მავანს გამოსავალი ჰგონია: შოთა ბურჯანაძე

„ვთანამშრომლობთ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსთან, ბექა ფერაძესთან. განვიხილავ ყველა პრობლემას, რომელიც არსებობს. დეპარტამენს 60 ადამიანი ჰყავს მთელი საქართველოს მასშტაბით დაქვემდებარებული. კონტროლდება მხოლოდ  თბილისი. ადამიანური რესურსის ნაკლებობაა. რეგიონებში ადამიანები უბრალოდ ვერ ხვდებიან, რატომ არ უნდა გადაიხადოს ქელეხი, ან რატომ არ უნდა გადაიხადოს ქორწილი“. – აცხადებს ბურჯანაძე „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“.

მისი თქმით, პანდემიის პერიოდში ყოფილა შემთხვევები, როდესაც პრობლემის მოგვარებაში შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩართულა, მაგრამ ამ შემთხვევაში კიდევ უფრო დიდ პრობლემას ვაწყდებით.

„რეგიონებში თითქმის უიშვიათესია რესტორანი, სადაც სახელმწიფოს წარმომადგენელი, შინაგან საქმეთა სამინისტროდან იქნება, თუ ხელისუფლებიდან, არ იყოს გარკვეულად დაკაშირებული რესტორატორთან. ამ შემთხვევაში კი პრობლემებზე  თვალის დახუჭვა ხშირად ხდება. საერთოდ რომ დაკავშირებული არ იყოს ფინანსურად სახელმწიფოს წარმომადგენელთან, ნაცნობობის გამო ნებისმიერ რეგიონში როცა ვიღაც გარდაიცვლება, მობილიზებულია მთელი რაიონი.

ეს შეიძლება გავიგოთ ჩვენი, ქართული ტრადიციის ბრალდებად და არა ბრალდებად, რომ ადამიანები ვიღაცის გამო თვალს ხუჭავენ“, – ამბობს შოთა ბურჯანაძე ნინი ხუგაშვილის გადაცემაში „კვირის თემა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები