LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონა ჩვენთან ერთად არის და, შესაძლოა, ნებისმიერ დროს შემოგვილაწუნოს – ბიძინა კულუმბეგოვი

85
Capture

“კოვიდ 19 არსად წასულა” – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა. მისი თქმით, ვირუსი ჯერჯერობით ჩვენთან არის და აუცილებელია უსაფრთხოების ყველა ზომა მაქსიმალურად დვიცვათ.

“ჯერჯერობით, კორონა ჩვენთან ერთად არის და შესაძლოა, ნებისმიერ დროს შემოგვილაწუნოს. მაქსიმალურად უნდა შევიკავოთ თავი შეკრებებისგან. ასევე, უნდა ვატაროთ ნიღაბი, რომელიც ნამდვილად ეფექტიანია. აუცილებელია ვიცოდეთ, როგორ გამოვიყენოთ ის, რადგან COVID-19 არსად წასულა”, – განაცხადა კულუმბეგოვმა “რუსთავი 2”-ის ეთერში.

ბიძინა კულუმბეგოვმა ასევე აღნიშნა, რომ ჯერჯერობით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებისგან თავი უნდა შევიკავოთ და იმ შემთხვევაში თუ საზოგადოება ფრთხილად არ იქნება, კორონავირუსის მეორე ტალღა გარდაუვალი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები