კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, შესაძლოა, საქართველომ ფრენები იტალიასთანაც შეაჩეროს. შეიზღუდება, თუ არა საქართველო-იტალიას შორის ავიამიმოსვლა, ამაზე მთავრობა გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის (NCDC) ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის, თავი შეიკავონ ირანში, სამხრეთ კორეასა და იტალიაში, განსაკუთრებით მის ჩრდილოეთ ნაწილში მოგზაურობისაგან. მანამდე მსგავსი ტიპის მოწოდებით NCDC ჩინეთში მოგზაურობაზე გამოვიდა.

გამყრელიძის განმარტებით, ფრენებთან დაკავშირებით თითოეული გადაწყვეტილება კომპლექსურად და დაკვირვებით მიიღება. იტალიის შემთხვევაში სახეზეა ქვეყნის გახსნილობა და მაღალი სანდოობის პრევენცია, რაც იმას ნიშნავს, რომ გავრცელებულ რეგიონში მაღალი ვარაუდით ვირუსის გავრცელების შეკავება მოხდება.

„ერთი თხოვნა და მოწოდება მაქვს ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით მოსახლეობასთან. თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის, თავი ავარიდოთ მოგზაურობას ირანში, სამხრეთ კორეაში, ასევე მაღალ დასენიანებულ ადგილებში. სამწუხაროდ, აქ შევიდა ასევე იტალია და განსაკუთრებით, მისი ჩრდილოეთ ნაწილი. ხაზს ვუსვამ, ეს აკრძალული არ არის, თუმცა თუ გადაუდებელი აუცილებლობა არ არის, თავი შევიკავოთ მოგზაურობისგან. იგივე რეკომენდაციას იძლევა ევროპისა და აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05