LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მზად არის – კანადაში მომუშავე მეცნიერთა ჯგუფის ქართველი წევრი

7085
BeFunky-collage (4)

გიორგი ბაბუაძე, რომელიც კანადაში მეცნიერთა ჯგუფთან ერთად ახალი კორონავირუსის ვაქცინის შექმნაზე მუშაობს, აცხადებს, რომ ვაქცინა მზად არის. მისივე განცხადებით, ვაქცინაზე მუშაობა პანდემიის გამოცხადებიდან ერთ კვირაში დაიწყო და აღნიშნული ვაქცინის ცხოველებზე გამოცდა ჯერ არ დასრულებულა. ამის შესახებ გიორგი ბაბუაძემ “პირველ არხთან” ინტერვიუსას განაცხადა.

კითხვაზე, როდის დაიწყება მისი გამოცდა ადამიანებზე, ბაბუაძე ამბობს, რომ ამას გარკვეული დრო სჭირდება.

“30-40 დღე გვაშორებს პრეკლინიკური ფაზის საბოლოო პასუხებს, თუმცა ეს ხელს არ გვიშლის, კლინიკურ ფაზაში გადავიდეთ. კლინიკურ ფაზაზე გადასვლა შეიძლება მოხდეს პარალელურად ან მას შემდეგ, რაც გვექნება პირველი უჯრედული იმუნური პასუხი მაინც, 28 დღის შემდეგ პირველი ვაქცინაციიდან. უბრალოდ, ეს დაკავშირებულია დროსთან, ყველაფერს სჭირდება საბუთები, ფორმალობა, ოფიციალური მონაცემები, თანხები.

ცხოველებზე ჯერ არ დასრულებულა ექსპერიმენტები. გამოცდა მიმდინარეობს სხვადასხვა მოდელის ცხოველზე. სრული პასუხი ყველა მოდელის ცხოველიდან გვექნება 15 ივნისისთვის.

იმედისმომცემი შედეგები: რემდესივირის პირველი ცდა პაციენტთა მცირე ჯგუფზე დასრულდა

ახლა ვაწარმოებთ ინტენსიურ მოლაპარაკებებს. დღესაც გვქონდა ჩართვა კანადის მთავრობასთან, არიან დაინტერესებული კომპანიები, უშუალოდ კანადის სახელმწიფოსაც დიდი ინტერესი აქვს ამ ვაქცინასთან დაკავშირებით და ველოდებით. ჯერ მიმდინარეობს თითოეული დეტალის განხილვა, რა გვჭირდება, რამდენად არის მზაობა ორივე მხრიდან. დაახლოებით ორ კვირაში გვეცოდინება, შევალთ თუ არა კლინიკურ ფაზაში ამ ერთი თვის განმავლობაში,”-აცხადებს ქართველი მეცნიერი.

 

ამასთან,  გიორგი ბაბუაძის განცხადებითვე, ვირუსმა მუტაცია შესაძლოა, წელიწადში, ორ წელიწადში, ათ წელიწადში განიცადოს და ეს მათ სამუშაო პროცესზე გავლენას არ ახდენს.

ჰქონდათ თუ არა შეხება ​ინფიცირებულთან მოკლეტექსტური შეტყობინებით გაიგებთ: კორონავირუსის შესაჩერებლად „Apple“ და „Google“ ერთიანდებიან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g