LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის შედეგები მსოფლიო მასშტაბით

682
italy-airports-coronavirus-screening-international-flights

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ბოლო ინფორმაციით, ახალი კორონავირუსი უკვე 80-ზე მეტ სახელმწიფოშია გავრცელებული. უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ვირუსის პირველი შემთხვევები უნგრეთსა და სლოვენიაში გამოვლინდა. ამ დროის მონაცემებით, ყველაზე რთული მდგომარეობა ისევ იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაშია. ჩინეთის შემდეგ ყველაზე მეტი ფატალური შემთხვევა იტალიაში ფიქსირდება, სადაც გარდაცვლილთა რიცხვმა 107-ს მიაღწია, დაავადებულთა რიცხვი კი 3 ათასს გადასცდა. იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, სკოლებსა და უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი შეჩერებულია, გაუქმებულია ყველა სპორტული და კულტურული ღონისძიება.

დაინფიცირების შემთხვევები დიდია სამხრეთ კორეაშიც, სადაც დაინფიცირებულთა რაოდენობა 5 ათას 700-ს აჭარბებს. ვირუსმა უკვე 35 ადამიანი იმსხვერპლა. ქვეყანაში განგაშის უმაღლესი დონეა გამოცხადებული.

რაც შეეხება ირანს, აქ ვირუსის 3 ათასამდე შემთხვევა და გარდაცვალების 92 ფაქტი ფიქსირდება. ირანის პრეზიდენტის განცხადებით, ვირუსმა ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში შეაღწია. ჰასან როუჰანმა შექმნილი კრიზისული ვითარებიდან გამომდინარე ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს სანქციების მოხსნა სთხოვა.

აშშ-ში ვირუსმა 15 შტატი მოიცვა. დაღუპულია 11 ადამიანი. შტატების წარმომადგენელთა პალატამ კორონავირუსთან საბრძოლველად 8 მილიარდზე მეტი დოლარის გამოყოფას დაუჭირა მხარი. საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა კალიფორნიაში, ვაშინგტონსა და ფლორიდაში.

ისრაელის მთვარობამ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე რამდენიმე ქვეყნიდან დაბრუნებულ მოქალაქეებს თვითიზოლაციაში ყოფნა მოსთხოვა. მათ შორის არის ესპანეთი, გერმანია, ავსტრია, საფრანგეთი და შვეიცარია.

დაავადებას უკვე 3 ათას 285 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ინფიცირებულთა რიცხვმა 95 ათასს გადააჭარბა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g