საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 33 ადამიანი გარდაიცვალა. მათ შორის თბილისში – 10, აჭარაში – 7, იმერეთში – 10, ქვემო ქართლში – 1, შიდა ქართლში – 2, კახეთში – 1, მცხეთა-მთიანეთში – 1, სამცხე-ჯავახეთში – 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 669 გარდაცვალების შემთხვევა.
ბოლო 24 საათში გამოვლენილია ინფიცირების 3 504 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 163 პირი.
დღეს გამოვლენილი 3 504 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით:
- თბილისი -1 232 შემთხვევა
- აჭარა – 603
- იმერეთი – 619
- ქვემო ქართლი – 122
- შიდა ქართლი – 140
- გურია – 94
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 397
- კახეთი – 102
- მცხეთა-მთიანეთი – 97
- სამცხე-ჯავახეთი – 76
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 22.
ამ ეტაპზე 17 289 აქტიური შემთხვევაა. 5 355 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, აქედან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 340 პირი. 3 361 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 8 573 პირი მკურნალობს ბინაზე.