LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსით 28 ადამიანი გარდაიცვალა, დაინფიცირდა 1 056 და გამოჯანმრთელდა 1 071 პაციენტი – განახლებული კოვიდსტატისტიკა

486
1

ბოლო 24 საათში, კოვიდ-19 კიდევ 1 071-მა ადამიანმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 324 426-მდე გაიზარდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, გამოვლინდა კორონავირუსის 1 056 ახალი შემთხვევა.

ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი 341 894-ია.

კოვიდინფექციამ კიდევ 28 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ვირუსით სულ გარდაცვლილია 4 727 პაციენტი.

ამ დრომდე:

  • კარანტინის რეჟიმში რჩება 51 პირი.
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 3 937 ადამიანი.
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფთა რიცხვი 675-ია.

ბოლო 24 საათში, ჩატარდა კვლევა 38 921 ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 2 6713, PCR ტესტით –12 208.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს –  დღიური – 2,71%, ბოლო 14 დღის – 3,68%, ბოლო 7 დღის – 3,22%.

სტატისტიკური მონაცემები კორონავირუსის შესახებ ცოტა ხნის წინ განახლდა ვებგვერდზე Stopcov.ge.