დღეს საქართველოში კორონავირუსით მე-20 პაციენტი გარდაიცვალა. კორონავირუსით გარდაცვლილი მეოცე პაციენტი ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი 60 წლის ქალია ის ქუთაისში, კლინიკა “ბომონდში” გადიოდა მკურნალობას. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძე აწვდის.
გიორგიძის ინფორმაციით, პაციენტი აფხაზეთიდან იყო გადმოყვანილი და მისი მდგომარეობა თავიდანვე მძიმედ ფასდებოდა.
“გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა კლინიკა “ბომონდში”. ეს პაციენტი გადმოყვანილი იყო აფხაზეთის რეგიონიდან. პაციენტი გადმოყვანისას უკვე ძალიან მძიმედ იყო. საჭიროებდა მართვით სუნთქვას. რამდენადაც ინფორმაცია გვაქვს, აფხაზეთის ტერიტორიაზე მას უკვე დადასტურებული ჰქონდა კორონავირუსი. მაქსიმალური, რაც შეიძლებოდა გაკეთებულიყო პაციენტის სიმძიმიდან გამომდინარე, გაკეთდა, თუმცა, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ შეძლეს”, – განაცხადა გოჩა გიორგიძემ.
კორონავირუსით გარდაცვლილ მე-20 პაციენტზე ისაუბრა თბილისის კლინიკური
საქართველოში კორონავირუსით მე-20 პაციენტი გარდაიცვალა