LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია

188
90-976

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით ამ დროის მდგომარეობით დაკვირვება კიდევ რვა პაციენტზე მიმდინარეობს. მათი ლაბორატორიული ანალიზი ლუგარის ცენტრშია გადაგზავნილი და როგორც  საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, პასუხები დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.

ეზუგბაიას განმარტებით, გუშინ, დღე-ღამის განმავლობაში თბილისის ინფექციური კლინიკიდან  სულ 22 პაციენტს ჩაუტარდა ტესტი, 22-ვე პირთან მიმართებაში პასუხები უარყოფითი იყო, თუმცა ისინი პრევენციის მიზნით საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს.

„ამჟამად, ჩვენთან 18 პაციენტი იმყოფება. აქედან დღეს დილით რვა პირზე არის აღებული კვლევა და დღის განმავლობაში მივიღებთ შედეგებს. პარალელურ რეჟიმში ხდება შემოსვლა. თუ პაციენტების რაოდენობა 8-10-ს მიაღწევს, ლუგარის ლაბორატორიიდან ისევ აიღებენ ანალიზს და ჩატარდება ტესტი“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

იტალიიდან დაბრუნებულ 8 მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდგინდა, კიდევ 8 პაციენტის ტესტის პასუხი დღეს გახდება ცნობილი

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელის თქმით, კლინიკაში განთავსებული ახალი კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. თუ მსგავსი სიმპტომებით გაგრძელდა პაციენტების ჯანმრთელობა, ექიმის ვარაუდით, ისინი მდგომარეობის გართულების გარეშე განიკურნებიან.

„ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. არცერთ მათგანთან ტემპერატურა არ გამოვლენილა. სუბიექტური ჩივილები არ აქვთ. სუბიექტურად მდგომარეობა სტაბილურია. ყოველდღიურად ხდება მათი შეფასება შესაბამისი ლაბორატორიული კვლევებით. ცვლილებები არ აღენიშნებათ და დაავადების სიმპტომატიკასთან არ გვაქვს საქმე. თუ ასე დასრულდა, აღნიშნული პაციენტები ალბათ, სირთულეებისა და მდგომარეობის დამძიმების გარეშე განიკურნებიან. ჩვენ ამის იმედი გვაქვს“, – აცხადებს ეზუგბაია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამ დრომდე ახალი კორონავირუსის სამი შემთხვევა არის დადასტურებული. ყველა მათგანი თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში, ბოქსირებულ განყოფილებაში არიან მოთავსებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები