LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კორონავირუსით მოხუცები იღუპებიან, როცა უკვე უნდა გავიდნენ ამ ქვეყნიდან” -მიტროპოლიტი იობი

743
BeFunky-collage (8)

თუ ჩვენ დავაკვირდებით, კორონავირუსის შედეგად უფრო მოხუცები არიან გარდაცვლილები, როცა უკვე უნდა გავიდნენ ამ ქვეყნიდან, – ამის შესახებ მროველ-ურბნელი მიტროპოლიტმა იობმა 15 აპრილს, ქადაგებისას განაცხადა. მისი თქმით, აბორტით უფრო მეტი მსხვერპლია, ვიდრე კორონავირუსით.

“ძალიან დიდი გამოწვევის წინაშეა მთელი სამყარო. საქართველო, მათ შორის. უფრო მეტი საშიშროება და მიზანმიმართული ქმედებაა საჭირო იმისთვის, რომ აბორტი არ ჩატარდეს. მსხვერპლი არის ამით. თუ ჩვენ დავაკვირდებით, კორონავირუსის შედეგად უფრო მოხუცები იღუპებიან, როცა ისინი უკვე უნდა გავიდნენ ამ ქვეყნიდან. დაუბადებელ ჩვილზე არავინ ფიქრობს. რატომ ასეთი საგანგებო მდგომარეობა არ იქმნება იმისთვის, რომ ჩასახული ბავშვები დაიბადონ.”

ამასთან, დღევანდელ ქადაგებაში მან ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობას ადამიანების კონტროლისთვის შექმნილი მასონური გადაწყვეტილება უწოდა. ეკლესიებში არ მისვლის შესახებ მოწოდება მრევლისთვის არც მას გაუკეთებია.

“ეს ჩვეულებრივი ვირუსია, ადამიანებს უსიმპტომოდ გადაუვლიათ და განკურნებულან. არანაირი საშიშროება არ არსებობს, ეს არის ხელოვნურად თავსმოხვეული ფსიქოზი. რეპეტიციაა იმისა, თუ რამდენად წინააღმდეგობას გაუწევს ხალხი საერთო მასონურ გადაწყვეტილებას, რასაც ჰქვია საგანგებო მდგომარეობა”,- თქვა მან.

მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი სასულიერო პირის დაინფიცირებასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს მისმა ცოდვებმა გამოიწვია.

“დღეს ამბობენ, რომ აი, სასულიერო პირი დაავადდა. სასულიერო პირი არ სცოდავს? ის ანგელოზი ხომ არ არის. შეიძლება, ცოდვის ნაყოფია, რაც დაუშვა უფალმა. ეს ჩვენ ხომ არ ვიცით – თვითონ იცის და მისმა მოძღვარმა. შემთხევით არაფერი ხდება. რახან შესცოდა… ყველა ვცოდავთ, მეც ვცოდავ.. არ არის კაცი, რომელიც არა სცოდოს და არ სცხონდეს”.

შეგახსენებთ, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 306 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული. ამ ეტაპზე კარანტინის რეჟიმში იმყოფება  5 043მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 463. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 69-ს შეადგენს. ვირუსს ქვეყანაში 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა

საფრანგეთში კორონავირუსთან მებრძოლ ექიმებს პრემიის სახით 1500-მდე ევროს გადაუხდიან

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g