LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსზე ეჭვის გამო ბათუმის მატარებელი თბილისიდან ვერ გადის

759
13558628-1013444295430098-3944858318251253969-o

კორონავირუსზე ეჭვის გამო ბათუმის მატარებელი თბილისიდან ვერ გადის. მიზეზი  სასწრაფო დახმარების სამსახურში შესული შეტყობინება გახდა.

არსებული ინფორმაციით, მოქალაქეების შემოწმების საფუძველი მგზავრების მოთხოვნა გახდა, რომლებიც ირწმუნებოდნენ, რომ ჩინეთის მოქალაქეებს ვირუსის სიმპტომები ჰქონდათ.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, საეჭვო სიმპტომები მოქალაქეებს არ აღმოაჩნდათ, ისინი არ არიან რისკჯგუფში და შესაბამისად, მათი გადაყვანა არ იგეგმება.

კორონავირუსის გამო, საქართველო იტალიასთან ფრენების შეჩერებას გეგმავს

ჩინეთის გარდა, კორონავირუსის შეთხვევა მსოფლიოში უკვე 30-ზე მეტ ქვეყანაშია გამოვლენილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები