LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოვიდის შემდეგ მთავარი პრობლემა პრივილეგირებული ხალხის კლასტერი იქნება: ანა დოლიძე

486
BeFunky-collage (12)

კორონას ჟამიანობის პირობებში საქართველოში ორი მთავარი კლასტერი ჩამოყალიბდა – ერთი არის კანონმორჩილი ადამიანები, მეორე კი პრივილეგირებული მოქალაქეების ნაწილი“, – აცხადებს იურისტი ანა დოლიძე.

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი საგანგებო მდგომარეობის დროს დამკვიდრებულ ორმაგ სტანდარტებზე საუბრობს.

“საინტერესოა თუ არსებობს ფოტო ერთი უმაღლესი დონის ჩინოვნიკის, რომელიც ტელევიზიით გვიდგენს რეგულაცუებს, ფეხით რომ გადაადგილდება სურსათის მოსატანად და ფეხით მიდის სამსახურში.

მაგალითად, მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, პრემიერი გიორგი გახარია, თბილისის მერი კახა კალაძე. მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გავაკრიტიკე რეგულაციის დარღვევისთვის, როდესაც მან ავტომობილში ჯდომის წესი დაარღვია. მაგრამ, როგორც ოფიციალურად განმარტავენ, ეს კლასტერი არ ექვემდებარება იმ წესებს და შეზღუდვებს, რომელიც ყველამ ერთად უნდა დავიცვათ.

მათ ჰგონიათ, რომ შეზღუდვების ზევით დგანან. ჩვენი მთავარი პრობლემა კოვიდის შემდეგ სწორედ ამ პრივილეგირებული ხალხის კლასტერი იქნება“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

 

https://www.facebook.com/Drannadolidze/videos/808592219549162/

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გაგრძელდა. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება პარლამენტმა დღეს 97 ხმით 10-ის წინააღმდეგ, საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე დაამტკიცა.

ამავე ვადით გაგრძელდა პრეზიდენტის გამოცემული დეკრეტი, რომელიც საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში გარკვეულ შეზღუდვებს ითვალისწინებს.

 

 

https://www.facebook.com/Drannadolidze/videos/523427405039328/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები