LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრისტინა აგილერა დემნა გვასალიას მაღალყელიან ჩექმებში (ფოტო)

329

დემნა გვასალიას ბრენდის, „ვეტმანის“ეროვნული კოლექიის თემაზე მთელი მსოფლიო საუბრობს. ამის პარალელურად კი, მსოფლიო ვარაკვლავები სულ უფრო ხშირად ჩნდებიან ცნობილი ბრენდის სამოსში. ამჯერად დემნა გვასალიას მიერ შექმნილ ჩექმაზე არჩევანი 37 წლის კრისტინა აგილერამ გააკეთა, რომელიც ცოტა ხნის წინ აქტიურ შემოქმედებით ცხოვრებას დაუბრუნდა.

მომღერალმა NBC-ისთვის შოუ-კონცერტი გამართა, სადაც ახალი ალბომი, Liberation წარადგინა. სწორედ ამ კონცერტზე აგილერა „ვეტმანის“ მაღალყელიან შავ ჩექმაში გამოჩნდა, რომელიც თეთრი ფერის, ზედატანთან ჰქონდა შეხამებული. ტყავის მაღალქუსლიანი, პლატფორმაზე წარმოდგენილი ჩექმა აგილერას წინა დღითაც ეცვა. იქამდე ამავე ჩექმით მომღერალი რამდენჯერმე ვიხილეთ. ამბობენ, რომ ეს მომღერლის საყვარელი ფეხსაცმელია. ჩექმის ღირებულება 2220 ამერიკული დოლარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები