LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კულუმბეგოვი: ჰოსპიტალში მყოფი ადამიანების რაოდენობა ისტორიულ მინიმუმზეა

156
ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას აფასებს და აცხადებს, რომ ქვეყანა ვირუსის მიმდინარე ტალღას უმკლავდება.

როგორც კულუმბეგოვი “რუსთავი 2-თან” აცხადებს, ამ დროისთვის, ჰოსპიტალში მყოფი ადამიანების რაოდენობა ისტორიულ მინიმუმზეა, ჰოსპიტალური საწოლების თითქმის 40% კი თავისუფალი:

“ქვეყნებში სტაბილიზირება 3-4 კირის შემდგომ, ასე ვთქვათ, აღმავალი ტალღის შემდეგ უკვე ჩანს, ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ეს მოლოდინი ჩვენ თებერვლის მეორე ნახევრიდან უკვე უნდა გვქონდეს.

ჩვენ უპრეცედენტო რაოდენობით პაციენტები გყავს აქტიური – თითქმის 150 000, მაგრამ, პროპორციულად, ამავე დროს, ისტორიულ მინიმუმზეა ჰოსპიტალში არსებული ადამიანების რაოდენობა და, საშუალოდ, ჰოსპიტალური საწოლების 40% არის თავისუფალი.

ამიტომ, მე ვფიქრობ, ამ ტალღას ქვეყანა უმკლავდება და ჩვენ შევძლებთ ამ ტალღის გავლას და, შესაბამისად, ეს მაძლევს იმის იმედს, რომ მერე, დიდი ხნის განმავლობაში გარკვეულწილად ეპიდემიოლოგიური სტაბილურობა იქნება”, – აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g