LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,კვლავ 2.5% გაიყიდა” – ნიკა რურუას ქალიშვილი მთავარი არხის მეწილეა

1673
BeFunky-collage (1)

მთავარი არხის 2,5-პროცენტიანი წილი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი ლიდერის, ნიკა რურუას ქალიშვილმა იყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში არხის დირექტორი, ნიკა გვარამია ავრცელებს.

ცნობისთვის,  რამდენიმე დღის წინ „მთავარი არხის“ ამდენივე (2.5% ) წილი იყიდა გიორგი რურუამ, თუმცა მან 250 000 აშშ დოლარი გადაიხადა.

250 ათასი დოლარის ინვესტიცია - ნიკა რურუას ძმა მთავარი არხის მეწილეა

არხის წილი კახაბერ ანჯაფარიძემ 2 500 ლარად გაიყიდა

,,ვაგრძელებთ წარმატებების ისტორიას, კიდევ უფრო განსაკუთრებული ელფერით:

კვლავ 2.5% გაიყიდა. ამჯერად, მყიდველი ჩვენი ფანტასტიური კაცის, ყველას რომ გვაკლია, აი იმის – ნიკა რურუას ქალიშვილი მარი ანა რურუაა. აშშ-ს მოქალაქე, სხვათა შორის ?

გამყიდველს ისევ არაფერი, კომპანიას ისევ 250.000$

Nika Rurua hey, Man, you are still with us! and still we are fighting togather for our homeland, for our Georgia, for our western values until final victory”- წერს ნიკა გვარამია

მარი ანნა რურუამ, რომელიც აშშ-ის მოქალაქეა, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე „მთავარი არხის“ იმ დროისთვის 46.5% წილის მესაკუთრეს, კახა ანჯაფარიძეს 2500 ლარი გადაუხადა. ამასთან, ახალი მეწილე ვალდებულებას იღებს, რომ საკუთრების რეგისტრაციიდან ერთი დღის ვადაში „მთავარი არხის“ საწესდებო კაპიტალში (ანგარიშზე) 200 000 აშშ დოლარი შეიტანოს.

ნიკა გვარამია შპს „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის პოზიციასაც იკავებს. კომპანიის ფინანსური დირექტორი ირაკლი ნიჟარაძეა, ხოლო დირექტორები არიან: „რუსთავი 2“-ის ყოფილი იურისტები დიმიტრი საძაგლიშვილი და თამთა მურადაშვილი.

ნიკა გვარამიამ ახალი არხის დაფუძნება მას შემდეგ დააანონსა, რაც რუსთავი 2-ის ახალმა მფლობელმა, ქიბარ ხალვაშმა ის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

რატომ უნდა უყუროთ მთავარს? – ნიკა გვარამია ისევ ეთერში ჯდება

„მთავარი არხი“ ეთერში 9 სექტემბერს გავიდა.

„10 ათასი ადამიანი გვიყურებდა უწყვეტად, ამას ვერ იყიდით ვერასდროს…დღეს მთავარი არხი დაიბადა!“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები