LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ლა კალა კრეაწივ” – როგორ ეხმიანება საზოგადოება ამოყირავებულ მანქანებს

1409
მანქანები

დილიდან დედაქალაქის ქუჩებში გამოსულ მოსახლეობას ამოყირავებული ავტომანქანების ინსტალაციები დახვდათ. მოულოდნელ და ახალ “ძეგლებს” სოციალურ ქსელში საოცარი გამოხმაურება მოჰყვა. ბოძებზე განთავსებული ამოყირავებული მანქანები სავარაუდოდ, მძღოლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ეს მოწოდება არა მხოლოდ ქალაქისთვის, არამედ ქვეყნისთვის ნამდვილად საჭიროა, თუმცა ამ ფორმით დაწყებულმა კამპანიამ საზოგადოების ნაწილი გააღიზიანა.

“უსაფრთხოდ ტარების ნაწილში კარგი ინსტალაციაა, მაგრამ სიცოცხლით სავსე ქალაქის საპირისპიროს ასახავს ჩემთვის” – წერს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე.

 

 

“მთელ ქალაქში ალეწილი მანქანების გაძეგლება ოცნების ახალი ნოუ ჰაუა?” – კითხულობს მარიკა დათუკიშვილი.

 

ალეკო ელისაშვილი კი მერიას კრეატივს უწუნებს.

ანდრო გაბისონია უფრო გამწვავებულ სურათსაც ხატავს და ამბობს, რომ მანქანებში ერთი-ორი გარდაცვლილიც არ იქნებოდა ურიგო.

ნიკა გვარამია ინსტალაციებზე განმარტებებს ითხოვს.

ინსტალაციებს სახელიც მოუფიქრეს “ლა კალა კრეაწივ”

პირველი არხის ჟურნალისტი ლევან ჯობავა კი ამოტრიალებულ ფოტოს დებს, სადაც რიგითი მანქანებიც უკუღმა არიან.

“Ра хтебааа есгмертоооо!!! არაა , 30 წლის წინ 10 აპრილს ბევრად უფრო სერიოზული სადარდებელი გვქონდა.
ახლაც გვაქ უბრალოდ ბევრად წინ ვართ,” – წერს ის.

 

“ვინ არის და რა უნდა? ??
ვინ ცდილობს შფოთის შემოტანას ჩვენს დალაგებულ ცხოვრებაში,” – წერს ნინი ხუგაშვილი.

აღსანიშნავია, რომ დედაქალაქის მერიას კამპანია არ დაუანონსებია და არც განმარტება გაუკეთებია.

 

იარე ნელა! - ქუჩებში გამაფრთხილებელი ინსტალაციები გამოჩნდა

ინსტალაციების სხვადასხვა უბანში გადაღებული ფოტოები სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები