LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაბორატორიაში შექმნილი ქათმის ხორცის გაყიდვები დაიწყო

75
-115762616-55155741

სინგაპურში ლაბორატორიაში შექმნილი ქათმის ხორცი გაიყიდება – ამ ფაქტით, სინგაპური იქნება მსოფლიოს პირველი ქვეყანა, სადაც მსგავსი ნებართვა გაიცა. რაც შეეხება კომპანიას, რომელიც ქათმის ხორცის რელიზაციას მოახდენს, ეს ამერიკული სტარტაპი Eat Just-ია.

Eat Just-ში სინგაპურის გადაწყვეტილებას „საკვების გლობალური ინდუსტრიისთვის გარღვევა“ უწოდეს და იმედი გამოთქვეს, რომ მალე ამ ქვეყანას სხვა სახელმწიფოებიც მიბაძავენ.

BBC-ის ინფორმაციით, ამერიკულ სტრატაპში ამბობენ, რომ ე.წ. „სუფთა ხორცი“ თავდაპირველად „ნაგეთსების“ სახით გაიყიდება. სინგაპურელი ექსპერტები კი აღნიშნავენ, რომ კომპანიის პროდუქცია უსაფრთხოების ყველა წესს აკმაყოფილებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები