LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლადო აფხაზავა: “სამარცხვინოა, როცა სხვისთვის გაწვდილი ხელი განსჯის საგანი ხდება, ვისურვებდი, ამ კომენტარების ავტორები მაშინ მდგარიყვნენ ჩემ გვერდით, როცა მარტო ვეზიდებოდი ტვირთს ფოთის პორტში”

232
BeFunky-collage (5)

“სამარცხვინოა, როცა სხვისთვის გაწვდილი ხელი განსჯის საგანი ხდება,” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგი ლადო აფხაზავა წერს.

როგორც აფხაზავა წერს, ის ქართველი ბავშვებისთვის იმდენს აკეთებს, რამდენიც შეუძლია.

დათო ლიკლიკაძე: „რამდენიმე ადამიანი გამოვარდა და იძახის საკუთარი ქვეყნის ბავშვები არ გვყავს გაჭირვებულიო? ახლა კარგად მომისმინეთ ყველამ.. ლადო სიკეთესთან სუფთაა!11 ბავშვი გაზარდა მშობლების მზრუნველობას მოკლებული“

“სამარცხვინოა, როცა სხვისთვის გაწვდილი ხელი განსჯის საგანი ხდება. არ საჭიროებს განმარტებას, მაგრამ მაინც…

ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია ჩამოვიდეს ლანჩხუთში, ნახოს ის 500 ბავშვი და მათი მშობლები, ჰკითხოს რა მიიღეს ერთი რიგითი მასწავლებლისგან. ნუ შეგშურდებათ ომში მყოფი ქვეყნის. მე ჩემი მოსწავლეებისთვისაც იმდენს ვაკეთებ, რამდენიც შემიძლია.

რამდენიმე ათეული მოსწავლე სტიპენდიას იღებს 200 ლარის ოდენობით, უკვე 2 წელია. ჩამოდით და იკითხეთ იმ სოფლებში, სადაც მე ვმუშაობ. უკვე მეორე გემით ჩამოტანილი ტანსაცმელი და სხვადასხვა საჩუქარი დავურიგეთ ბავშვებს. მე ერთი რიგითი მასწავლებელი ვარ და არ შემიძლია ქვეყნის მასშტაბით ბევრი ბავშვის საჭიროებები დავაკმაყოფილო.

ისე, ვისურვებდი, ამ კომენტარების ავტორები მაშინ მდგარიყვნენ ჩემ გვერდით,როცა მარტო ვეზიდებოდი ტვირთს ფოთის პორტში,” – წერს ლადო აფხაზავა.

უკრაინელების დასახმარებლად ლადო აფხაზავამ 700 ათასი დოლარი შეაგროვა- ვინ იყიდა მასწავლებლის ჯილდოს მონეტა და დედის დანატოვარი ბეჭედი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები