LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლადო კახაძე: ბიძინა ივანიშვილმა თავისი ცხოვრებით ორდენზე მეტი დაიმსახურა – მან იცის თანადგომის ძალიან დიდი ფასი, რადგან თვითონ მთელი ცხოვრება სხვისი თანამდგომი იყო

130
კახაძე და ბიძინი

„ამ იდეას მხარს დიდი სიამოვნებით დავუჭერდი, იმიტომ რომ მან თავისი ცხოვრებით ორდენზე მეტი დაიმსახურა. ბიძინა ივანიშვილს მოპოვებული აქვს თავისი ხალხის ნდობა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლადო კახაძემ განაცხადა, რითაც ყოფილი პრემიერისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის ღირსების ორდენის მინიჭებასთან დაკავშირებით, ჟურნალისტ ნინო ჯღარკავას ინიციატივას გამოეხმაურა.

კობახიძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: შემაშფოთებელია, როცა ევროკავშირის მაღალი რანგის ინსტიტუტი „ფეიკის“ მსხვერპლი ხდება

კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გამართა და ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე ისაუბრა.

ლადო კახაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა თავისი ცხოვრებით ორდენზე მეტი დაიმსახურა.

„ამ იდეას მხარს დიდი სიამოვნებით დავუჭერდი, იმიტომ რომ მან თავისი ცხოვრებით ორდენზე მეტი დაიმსახურა. ბიძინა ივანიშვილს მოპოვებული აქვს თავისი ხალხის ნდობა. ხალხსაც და ბატონ ივანიშვილსაც ორივეს აქვთ ერთმანეთის ნდობა. იციან, როგორ შეუდგნენ ერთმანეთს გაჭირვების ჟამს.

ბიძინა ივანიშვილი მუდმივად გამოწვევებში იყო მთელი თავისი ცხოვრება. მისთვის ახალი არ არის არცერთნაირი გამოწვევა. ამიტომაც, მან კარგად უწყის როგორ გაიაროს ამ დიდი ქარტეხილების დროს, იცის როგორ უნდა გაამხნეოს სხვები, იცის თანადგომის ძალიან დიდი ფასი, რადგან თვითონ მთელი ცხოვრება სხვისი თანამდგომი იყო.“– განაცხადა ლადო კახაძემ „TV პირველთან“ საუბრისას.

ნებისმიერი შეფასება, რომელიც იქნება მიკერძოებული შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს მოსახლეობას – იონათამიშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

ცნობისთვის, ევროპარლამენტმა რეზოლუციაში შესწორება შეიტანა, რომლის თანახმადაც, სანქციები ყოფილ პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილს შეეხება.

ამის შემდეგ ჟურნალისტმა ნინო ჯღარკავამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან ბიძინა ივანიშვილისთვის ღირსების ორდენის მინიჭებას მოითხოვა და ამის თაობაზე სოციალურ ქსელში პეტიცია გაავრცელა.

Manifest.ge-ზე გამოქვეყნებული პეტიცია „მიენიჭოს ბიძინა ივანიშვილს ღირსების ორდენი“, დღეს ვებგვერდზე აღარ იძებნება.

როგორც „ქართული ოცნების“ აქტივისტმა შაკო კუჭაშვილმა „პუბლიკას“ უთხრა, ვებგვერდი, სადაც პეტიცია იყო გამოქვეყნებული „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერს ეკუთვნის და „შესაძლოა მან წაშალა“.

კობახიძე: პარადოქსია, ევროპარლამენტი ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოითხოვს

რა წერია „საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევების“ შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციაში

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები