LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ლელო” – საქართველოს 20-ზე მეტი ქალაქიდან, 3 ივლისის აქციაზე დასასწრებად სპეციალურად მობილიზებული ავტობუსები დაიძვრება

118
lelo

საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებს 3 ივლისის აქციაზე დასასწრებად ლელო“ უფასო ტრანსპორტირებას სთავაზობს.

“გამოყევი lelo Bus” – ლელოში ამბობენ, რომ ყოველგვარი პარტიული კუთვნილების მიუხედავად ავტობუსები გათვლილია ადამიანებზე, რომელთაც სურვილი აქვთ მონაწილეობა მიიღონ ევროპულ აქციაში.

“ლელოს” ავტობუსების პირველი კოლონა წალენჯიხიდან 9.30 საათზე, მერიის მიმდებარე ტერიტორიიდან გამოვა; ბათუმი -10:00 საათი, “ლელოს” ოფისი. ფარნავაზ მეფის #46; ზუგდიდი – 11:30 საათი, გუბერნიის წინ მოედანი; ჩხოროწყუ – 12:00 საათი, ცენტრალური მოედანი; ხარაგაული – 14:30 საათი, კინოთეატრი; ჭიათურა 14:30 საათი, ნინოშვილის ქუჩა; სამტრედია – 14:30 საათი, ჭავჭავაძის ქუჩა; ზესტაფონი – 15:30 საათი, ცენტრალური მოედანი; ტყიბული -14:30 საათი, კარლო ლომიძის მოედანი;

ინფორმაცია საათობრივად განახლდება, დაემატება სხვადასხვა ქალაქები და რაიონული ცენტრები, საიდანაც შეგიძლიათ გამოყვეთ “ლელოს” ავტობუსებს აქციაზე დასასწრებად“,- ნათქვამია „ლელოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები