LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან ვასაძე მასობრივი არეულობით იმუქრება [ვიდეო]

413
rjearje

ბიზნესმენი ლევან ვასაძე ხელისუფლებას მასობრივი სახალხო არეულობით ემუქრება იმ შემთხვევაში, თუ ივნისში დაგეგმილი “თბილისი პრაიდი” ჩატარდება. ამის შესახებ მან 8 მაისს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებულ ვიდეო მიმართვაში განაცხადა. ვასაძე ამბობს, რომ ეს ხელისუფლებისადმი გაფრთხილებაა.

„აშშ-მა თბილისში გამოაცხადა, რომ მხარს დაუჭერს რაღაც გაეროს ეგიდით ჩვენთან ჩასატერებელ გარყვნილების აღლუმს თბილისში ამა წლის ივნისში, რომელსაც ახლა უკვე ჩვენი ხელისუფლებაც უჭერს მხარს. მინდა, ყველა მკაცრად გაგაფრთხილოთ, ღმერთი არ გაგიწრეთ და არ გაბედოთ ამის გაკეთება”

ის შესაძლო მასობრივ არეულობაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

„ვშიშობ, რომ თქვენ მიიღებთ მასობრივ სახალხო არეულობას, რომელიც შეიძლება, თქვენი ხელისუფლების დამხობით დამთავრდეს და ამ არეულობაზე პასუხისმგებლობა დაგეკისრებათ თქვენ ორივეს,”- ამბობს ვასაძე ვიდეო მიმართვაში.

ვასაძე მის მიმართ არსებულ ბრალდებებსაც გამოეხმაურა კრემლის აგენტობასთან დაკავშირებით და თქვა, რომ:

” ამ ბრალდებებს არანაირი სიახლე და ძალა აღარ აქვს, რადგან ხალხს მშვენივრად ესმის, რომ ეს ასე არ არის. მართალია მე დიდი პატივისცემა და სიყვარული გამაჩნია რუსი ხალხის მიმართ და რუსული კულტურისადმი, მაგრამ ბევრი, თუნდაც ყველაზე კონსერვატიულად განწყობილი რუსი დაგიდასტურებთ, რომ სწორედ მე ვარ ერთ-ერთი იმ იშვიათი ქართველთაგანი თუ არა ერთადერთი, ვინც თქვენი ზურგს უკან ჭიჭყინის ნაცვლად, რუსებს პირისპირ ვუჯდები და საფრთხის ფასად, პირდაპირ ვეუბნები მათ, რომ აფხაზეთი და ცხინვალი უნდა დაგვიბრუნონ და ისე გახდნენ ჩვენი მეგობრები”- ამბობს ვასაძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g