LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან ვასაძე: “სამწუხაროდ, დამიდასტურდა მეორე დიაგნოზიც, რაც არის სისხლის კიბოს ნაირსახეობა, ნუ დაიზაფრებით, ვინც მგულშემატკივრობთ”

5844
1111-14

ბიზნესმენი ლევან ვასაძე ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

ვასაძე აღნიშნავს, რომ მას მეორე დიაგნოზიც დაუსვეს.

„ჩემი მკურნალობა უკვე მეორე თვეა მიმდინარეობს, სამწუხაროდ, დამიდასტურდა მეორე დიაგნოზიც, ოფიციალურად დამიდგინდა მრავალჯერადი მიელომაც. რაც არის უკვე სისხლის კიბოს ნაირსახეობა. ნუ დაიზაფრებით, ვინც მგულშემატკივრობთ. სამწუხაროდ, უკვე დადასტურებული წინა დიაგნოზი (ა/ლ ტიპის ამილოიდოზი) ბევრად უფრო საშიში და აგრესიული დაავადებაა, ვიდრე თვით სისხლის კიბოც კი.

ეს მონათესავე დაავადებებია, ხშირად ერთად მიდის, თუმცა ამ შემთხვევაში ცოტა უცნაურია მათი წარმოქმნა და მიმდინარეობა სრულიად ჯანმრთელ ორგანიზმში“, – განაცხადა ვასაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g