LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიდერების გარეშე: გაეროს 75-ე წლისთავი ვირტუალურად აღინიშნება

108
UNGA HAll

გაეროს დაარსებიდან 75-ე წლისთავს, პანდემიის გამო, მსოფლიო ლიდერები ვირტუალურად აღნიშნავენ.

1945 წლის 21 სექტემბერი – გაერთიანებული ერების დაარსების დღეა. ორგანიზაცია საყოველთაო მშვიდობის უზრუნველყოფისთვისა და სახელმწიფოთა თანამშრომლობის მიზნით შეიქმნა. ამ დღეს მსოფლიო ლიდერები ყოველწლიურად აღნიშნავენ, თუმცა წლევანდელი წელი ამ მხრივ განსხვავებული აღმოჩნდა. პანდემიის გამო გაეროს წევრების ლიდერებს, ამ საზეიმო დღის აღნიშვნა ვირტუალურად უწევთ.

როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი, ანტონიო გუტიერეში აცხადებს, რომ წელს გაერო-ს გენერალური ასამბლეა ნიუ-იორკში, ორგანიზაციის წევრი ქვეყნების პრეზიდენტებისა და პრემიერ მინისტრების გარეშე ჩაივლის.
გუტიერეში თავის სიტყვაში მსოფლიო ლიდერებს ერთიანობისკენ მოუწოდებს.

მსოფლიო ლიდერები ჩაწერენ ვიდეომიმართვებს, რომელსაც გენერალური ასამბლეის დარბაზში აჩვენებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები