LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიოვი ათწლეულის საუკეთესო მწვრთნელია: ცოტა უცნაური ათეული

112
Germany's head coach Joachim Loew celebrates during a victory lap after the World Cup final soccer match between Germany and Argentina at the Maracana Stadium in Rio de Janeiro, Brazil, Sunday, July 13, 2014. Germany won the match 1-0. (AP Photo/Matthias Schrader)

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) ბოლო ათწლეულის საუკეთესო სანაკრებო მწვრთნელების სია შეადგინა.

პირველი ადგილი დაიკავა გერმანიის ნაკრების თავკაცმა იოახიმ ლიოვმა, რომელმაც ნაკრებს ბრაზილიაში მსოფლიო ჩემპიონატი მოაგებინა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ევროპულმა ნაკრებმა სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე გაიმარჯვა.

სიაში მოხვდა უკრაინის ნაკრების დამრიგებელი ანდრეი შევჩენკო, მან მე-17 ადგილი დაიკავა.

ბოლო 10 წლის 10 საუკეთესო მეკარე: ბუფონი? – არა! – აბა ვინ?

ათწლეულის 10 საუკეთესო სანაკრებო მწვრთნელი:

1. იოახიმ ლიოვი (გერმანია)

2. დიდიე დეშამი (საფრანგეთი)

3. ტიტე (ბრაზილია)

4. ოსკარ ტაბარესი (ურუგვაი)

5. ფერნანდუ სანტუში (პორტუგალია)

6. ვისენტე დელ ბოსკე (ესპანეთი)

7. რობერტო მარტინესი (ბელგია)

8. ხოსე პეკერმანი (არგენტინა)

9. მარკ ვილმოტსი (ბელგია)

10. გარეთ საუთგეიტი (ინგლისი)

ბოლო 10 წლის საუკეთესო მწვრთნელი სიმეონეა: ვის რამდენით აჯობა არგენტინელმა

რაღაცეები გარკვეულ კითხვებს ბადებს. მაგალითად, 2010 წელს მსოფლიოს, ხოლო 2012 წელს ევროპის ჩემპიონატის მომგებ ესპანეთის ნაკრების თავკაცს როგორ უსწრებენ ტიტე და ტაბარესი.
ისტორიული წარმატება არ დაუფასდა პატარა ხორვატიის ნაკრების თავკაც ზლატკო დალიჩს (2018 წლის მუნდიალის ვიცე-ჩემპიონი), სამაგიეროდ რეიტინგში მოხვდა ინგლისის ნაკრების მწვრთნელი, რომელსაც ამ ქვეყნის საზომით დიდი ვერაფრისთვის მიუღწევია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები