LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მადლობა გიორგი გახარიას ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფისთვის” – კალაძე 300 მიკროავტობუსს ყიდულობს

159
terterttsv-5dde2843d0dfb

დედაქალაქის მერი აცხადებს, რომ პროექტი, რომელიც მიკროავტობუსების განახლებას ითვალისწინებდა, შეჩერდა. თუმცა საქართველოს მთავრობის დახმარებით, აღნიშნული პროექტი ცენტრალური ბიუჯეტიდან მიღებული თანხებით მაინც განხორციელდება. ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე, დედაქალაქის ბიუჯეტზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, თბილისის მუნიციპალიტეტს პანდემიის გამო, დაახლოებით 150 მილიონზე მეტი შემოსავალი დააკლდა. კალაძე გიორგი გახარიას მადლობას უხდის ტრანსფერის სახით დამატებითი თანხების ცენტრალური ბიუჯეტიდან  მიღებისთვის.

“ერთ-ერთი პროექტი, რომელიც ჩვენ შევაჩერეთ და გამოცხადებული იყო ტენდერი შესყიდვაზე, იყო მიკროავტობუსების შეძენა. თქვენ იცით, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი კომპონენტია. მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერს და ფინანსთა მინისტრს. ჩვენ გვქონდა კონსულტაციები და ტრანსფერის სახით დამატებითი თანხების წამოღების შესაძლებლობა მოგვეცა ცენტრალური ბიუჯეტიდან და ეს თანხები გამოიყენება მიკროავტობუსების შესაძენად. მუნიციპალიტეტი უახლოეს მომავალში გამოაცხადებს მიკროავტობუსების შესყიდვას, 300 ერთეული იქნება პირველ ეტაპზე. სხვა პროექტებს რაც შეეხება, ჩვენ არც ერთი პროექტის გაჩერებას არ ვაპირებთ, უბრალოდ, შეიძლება გარკვეულმა პროექტებმა გადაიწიოს დროში”, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g