LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მაგარი დავიღალე ამ *** – ის მოსმენით … აქ ყოფნის აზრი – მინუს უსასრულობა” – ნიკა გვარამია

291
ნიკა

“მთავარი არიხს” დამფუძნებელი ნიკა გვარამია მის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებას და სასამართლო პროცესებს ანტისამართლებრივს და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. ის სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

“მაგარი დავიღალე ამ *** – ის მოსმენით. პაექრობაში მოწინააღმდეგის დამარცხების ინტერესსაც არ იწვევს თქვენი უსახური წარმონადგენლობა საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia

ბრალის შინაარსი – სამარცხვინო, ანტისამართლებრივი და ღიად პოლიტიკურად მოტივირებული. პროკურორების მიერ ამ ბრალის პროცესზე პრეზენტაცია – სამარცხვინო და კოკისპირულად არაკომპეტენტური.

ოდა დავიღლებოდი, აბა რა იქნებოდა. აქ ყოფნისას გამოყოფილი ადრენალინი – ნული. აქ ყოფნის აზრი – მინუს უსასრულობა.” – წერს ნიკა გვარამია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები