LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაღაზიებში თუ ქუჩებში ძალიან მარტივადაა ხელმისაწვდომი… კანონის აღსრულება არ კონტროლდება: ანა ნაცვლიშვილი პიროტექნიკაზე

158
Untitled design

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაც პიროტექნიკის გამოყენებაზე და არსებული კანონის აღსრულებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, მაღაზიებსა თუ ქუჩებში კვლავ ხელმისაწვდომია პიროტექნიკა და არსებული კანონი არ გამორიცხავს პიროტექნიკის არასრულწლოვნის ხელში მოხვედრას.

„გაატარეთ აქტიური ღონისძიებები, რათა პიროტექნიკის გამოყენებით მოქალაქეები არ დაზარალდნენ“ – ანა ნაცვლიშვილი და არმაზ ახვლედიანი სახელმწიფო უწყებებს მიმართავენ

„რამდენადაც ჩვენი მონიტორინგი აჩვენებს, კანონის აღსრულება არ კონტროლდება. არსებული კანონი არ გამორიცხავს პიროტექნიკის არასრულწლოვნის ხელში მოხვედრას. ქუჩაში, რომ გაიაროთ ნახავთ, რომ არასრულწლოვნებს მშობლები ყიდულობენ პიროტექნიკას. მაღაზიებში თუ ქუჩებში ძალიან მარტივადაა ხელმისაწვდომი და არავინ აკონტროლებს, პიროტექნიკის მიყიდვასთან დაკავშირებით არსებული კანონი სრულდება თუ არ სრულდება. ამის კონტროლის მექანიზმი არ არსებობს“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

კითხვაზე, დაჯარიმებულა თუ არა ვინმე კანონის დარღვევის გამო, ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ აღნიშნულ კითხვაზე პასუხს თვითმმართველობებისგან ელოდებიან. მისივე თქმით, „მას არ ახსოვს პიროტექნიკის არასრულწლოვნისთვის მიყიდვის გამო ვინმე დაეჯარიმებინათ და ამის შესახებ ინფორმაცია მოესმინა“.

“სამომავლოდ აუცილებლად უნდა აიკრძალოს, ვინაიდან ძალიან ბევრი დაზიანება ხდება” – კალაძე პიროტექნიკის შესახებ

„სწორედ ეს ინფორმაცია მაქვს გამოთხოვილი და როგორც კი პასუხები მექნება, რა თქმა უნდა, გავასაჯაროებ. არაერთი ქალაქის მერს მივმართეთ ამ კითხვით, რადგან მუხლის აღსრულება თვითმმართველობის საქმეა. ვნახოთ, როგორი იქნება სტატისტიკა. თუმცა, ასეთი ფაქტები ხშირად მედიაშიც ჟღერდება, როდესაც მსგავს ფაქტს აქვს ადგილი და დამეთანხმებით, რომ არც თქვენ და არც მე მახსოვს, რომ მედიაში მსგავსი ფაქტი გაჟღერებულიყო“, – აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

„პიროტექნიკა სათამაშო და გასართობი არ არის, ვიყოთ ფრთხილად! წელს უკვე 25 ადამიანი დაშავდა“ – გუგა ქაშიბაძე საზოგადოებას მიმართავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები