LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაიკო კაჭკაჭიშვილი ლევან კბილაშვილის ბოლო შესრულებაზე: „ამას ჰქვია ჯიგარი! ამას ჰქვია მუსიკით მოწამლული! ამას ჰქვია უსამართლობა!..“

11198
kbilashvili

კომპოზიტორი და მომღერალი მაიკო კაჭკაჭიშვილი „აკუსტიკის“ ვიდეოს აზიარებს, სადაც ლევან კბილაშვილმა თავისი ბოლო შესრულება წარმოგვიდგინა. ამონარიდში კარგად ჩანს ლევანის ვოკალური და მუსიკალური შესაძლებლობები, რასაც მისი კოლეგაც უსვამს ხაზს. მაიკო წერს, რომ დასანანია, სიცოცხლეში ადამიანები ერთმანეთისთვის კომპლიმენტებს რომ ვერ იმეტებენ:

„ამას ჰქვია სიმღერა !

ამას ჰქვია ჯიგარი!

ამას ჰქვია მუსიკით მოწამლული!

ამას ჰქვია კარგი კაცი!

ამას  ჰქვია უსამართლობა !!!!!!!!!!!

სიცოცხლეში იმიტომ ვერ ვაქებთ ადამიანებს, რომ არ გვგონია, რაიმე დაემართებათ და არ გვახსენდება ამ ქაოსში, რომ ვიღაც გვყავს შესაქები და სამწუხაროდ, რომ ვკარგავთ, მერე ვნანობთ ამას ?

ღმერთმა გაანათლოს შენი სული, ძალიან კარგო ადამიანო, ლევან“.

ვიდეო: ლევან კბილაშვილის აქამდე უცნობი ჩანაწერი და ბოლო შესრულება, რომელიც „აკუსტიკამ“ გამოაქვეყნა

ალექსანდრე ბასილაიას კომპოზიცია „გახსენება“ – მომღერალმა აჩიკო ბერიძემ სიმღერა ლევან კბილაშვილს მიუძღვნა

“ოქროს ბიჭო, გაუძელი” – მომღერალ აჩიკო გოგიტიძის ემოციური მიძღვნა ლევან კბილაშვილს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები