LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაისში საქართველოს ეკონომიკა 13.5%-ით შემცირდა

70
thumb

წინასწარი შეფასებით, მაისში საქართველოს ეკონომიკა 13.5%-ით შემცირდა. იანვარ-მაისის საშუალო რეალური ზრდა უარყოფითია და -5.4%-ს შეადგენს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა თოდრაძის ინფორმაციით, 2020 წლის მაისში განსაკუთრებით აღსანიშნავია შემცირება მშენებლობის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, სასტუმროებისა და რესტორნების, უძრავი ქონებით ოპერაციების, ასევე ხელოვნების, გართობის და დასვენების სექტორებში.

“ექსპორტის მაჩვენებელი დაახლოებით 30%-ით შემცირდა, 35%-ითაა შემცირებული იმპორტის მაჩვენებელი. მაისში ქვეყანაში 3200-მდე ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც დაახლოებით 33%-ით ჩამორჩება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს,”-განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები