LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკა ასათიანის დისშვილი ნიაზ დიასამიძის ვაჟს გაუმიჯნურდა

27476
ews20214

დიზაინერ მაკა ასათიანს ძალიან ლამაზი დისშვილი ჰყავს, რომელსაც ცნობილ დეიდას ხშირად ამსგავსებენ. მარიანა აჩბა მაკას დის, სალომეს ერთადერთი ქალიშვილი გახლავთ. დეიდასთან ძალიან ახლო ურთიერთობა აკავშირებს. მაკა და მარიანა ძალიან ხშირად არიან ერთად და სოციალურ ქსელში ერთობლივ ფოტოებსაც აქვეყნებენ. მაკას სამი ვაჟი ჰყავს და მარიანა, შეიძლება ითქვას, საკუთარი ქალიშვილივით გაზარდა.

მარიანა აჩბას სასიყვარულო ამბებმა მედიის ყურადღება მიიპყრო. ამ დრომდე ყველასთვის ცნობილი იყო, რომ მარიანა გია ჯოხთაბერიძის შვილს ხვდებოდა, თუმცა წყვილი ერთმანეთს დაშორდა. სოციალურ ქსელში იძებნება ფოტოები, სადაც მაკა ასათიანის დისშვილი ნიაზ დიასამიძის ვაჟთან, თემურიკოსთან ერთად არის გადაღებული. გავრცელებული ინფორმაციით, წყვილი ერთად არის. ნიაზის ვაჟი ასევე მუსიკას მიჰყვება და ის დიჯეი გახლავთ. ამ მხრივ ნაბიჯები ახალგაზრდამ მცირე ხნის წინ გადადგა. თემურიკო მარიანამ, სავარაუდოდ, დიზაინერ ჯაბა დიასამიძისგან გაიცნო, რომელიც მაკა ასათიანის ოჯახის ახლობელი გახლავთ. მაკას და ჯაბას ბარსელონაში ერთობლივი კონცეპტ მაღაზია აქვთ გახსნილი. ჯაბა მეგობრობს მარიანასთანაც. მას შემდეგ, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თემურიკო და მარიანა ერთად არიან, თემურიკო დიასამიძის ინსტაგრამზე გამოქვეყნებული მათი ერთობლივი ფოტოები აღარ იძებნება. როგორც ჩანს, წყვილი მედიის ყურადღებამ შეაწუხა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g