LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკა ჩიჩუა ახალ ამპლუაში – ყოფილი პირველი ლედი გადაცემა შუადღის წამყვანი გახდა (ვიდეო)

1126
80554595-1016816755361207-2153999469870317568-n

ყოფილი პირველი ლედი, გიორგი მარგველაშვილის მეუღლე მაკა ჩიჩუა „მთავარ არხზე“ გადაცემა „შუადღის“ წამყვანი გახდა. მაკა ჩიჩუას დებიუტი ტელე-არხზე დღეს შედგა.

მასთან ერთად გადაცემის წამყვანები მანანა ბერიძე და სალომე დადუნაშვილი არიან.

მაკა ჩიჩუა “მთავარ არხზე” გადაცემას წაიყვანს (ვიდეო)

„ისეთი ქარცეცხლი ტრიალებს და ისეთ ბრძოლაში ვართ ზოგადად, რომ დღეს ჩვენ რომ ტელეეთერიდან მაყურებელს ვეურთიერთებით, ეს არის ფანტასტიკის მიღმა. ეს არის გმირების არხი აქ ვინც მუშაობს, ნუ ნიკაზე არაფერს ვამბობ. ეს პრეცენდენტი არის ძალიან დიდი მოტივაცია, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ასე რომ დიდი მადლობა მინდა ვუთხრა, როგორც მაყურებელს, ასევე ამ ტელევიზიის ჯგუფს, რომელმაც ასეთი უპრეცენდენტო შემთხვევა შექმნა, ასეთ მოკლე დროში, რომ მაღალი ხარისხი დადო.ეს ტელევიზია „მთავარი“ დღეს, კიდევ უფრო კაშკაშაა, ვიდრე „რუსთავი 2“. შეიძლება არ დამეთანხმოს მაყურებელი, მაგრამ ეს ჩემი სუბიექტური აზრია. თუმცა სანამ ბადე მთლიანად შეივსება, ჩვენ გვაქვს იმისი ფუფუნება, რომ ასე აგურ-აგურ ვაშენოთ და შევქმნათ გადაცემები. დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელს რომ გვიყურებენ“,-თქვა მაკა ჩიჩუამ თავის მიმართვაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები