LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკა ჩიჩუა: „როდემდე გაჭრის ის, რომ თუ რამეს აპროტესტებ, ნაცი ხარ?!.“

15432
maka-chichua-news-19

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა სოციალურ ქსელში გუშინდელ ამბებს ეხმიანება. ის მხოლოდ ერთ კითხვას სვამს, როდემდე გააგრძელებენ საქართველოში ყველა პროტესტის გამომხატველი ადამიანის ნაცად შერაცხვას:

„ნეტავ, როდემდე გაჭრის ნარატივი, რომ ამ ქვეყანაში თუ რამეს აპროტესტებ – ნაცი ხარ“.

მის ამ ფრაზას ასეთი გამოხმაურებები მოჰყვა:

„აღარ ჭრის. ლეღვის ფოთოლია უკვე!!!“

„იმიტომ, რომ ეტენებიან ნაცები და პროტესტის, მშვიდობიანი პროტესტის საშუალებას არ გვაძლევენ“

„ნაცი არ ხარ, ნაგრამ თუ რამეს აპროტესტებ, აუცილებლად ნაცი ჩაგკიდებს თავის ბინძურ ხელს“

„სანამ არ დაგვაცდიან, გავაპროტესტოთ საკუთარი ქვეყნის ღირსება ისე, რომ ეს უღირსოები სათავეში არ იდგნენ გამოჭენებულები, ვითომ გული შესტკივათ ვინმეზე ან რამეზე“

„უკვე ყველაფერში გაუტოლდნენ და ბევრში მგონი, გადაასწრეს კიდეც! ამიტომ ნაცით ქოცი ვეღარ პრავდება“

„ამ ქვეყანაში უამრავი რამე მეპროტესტება, ღმერთმა დამიფაროს, რომ ვინმემ ამის გამო ნაციონალების სიას მიმაწერონ“

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები