LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკა შალიკაშვილი: „ვუყურებ ადამიანებს, ნერვიულობენ, ჩქარობენ, გვერდზე გაგწევენ, გადაგივლიან, გაირბენენ, ჩაირბენენ…“

203
მაკა მთავარზე

მსახიობი მაკა შალიკაშვილი პასუხობს ჟურნალ „თბილისელებს“, თუ რა როლი აქვს მის ცხოვრებაში იღბალს:

„ხშირად დავდივარ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ვუყურებ ადამიანებს, ნერვიულობენ, ჩქარობენ, გვერდზე გაგწევენ, გადაგივლიან, გაირბენენ, ჩაირბენენ. შენ დგახარ. ჩაახვალ და ის ადამიანიც იქ დგას და ელოდება მატარებელს შენთან ერთად. ამ დროს იმდენი ირბინა. იმაზე კი არ ვბრაზდები, ძალიან ხშირად პირიქითაც ყოფილა – მე ჩამირბენია და ფრთები რომ მქონდა, ყველას გადავაფრინდებოდი კიდეც. მაგრამ საქმე ისაა, რომ ყველას მატარებელი მოვა მაშინ, როცა საჭიროა. იმის თქმა მინდა, რომ ზედმეტი სიგიჟე, რაღაცაში კარგია, რაღაში მართლა ფეხი ფეხზე უნდა გადაიდო და დაელოდო. არის მდგომარეობა, როცა არაფერს აზრი არ აქვს. უბრალოდ, უნდა იცოდე, როდის ღირს ხელების ქნევა და როდის – არა“.

ვიდეო: „ეს იყო აბსოლუტურად გააზრებული დამალვა” – ვინ არის მაკა შალიკაშვილის ქმარი, რომელსაც 6 წლის განმავლობაში მალავდა

მაკა შალიკაშვილი: „ამბიციურიც ვიყავი, თავი ყოვლისმცოდნე, გენიოსი დიდი მსახიობი მეგონა. ამანაც გამოიწვია ის, რომ კარგა ხანი თეატრებში ჩემი ადგილი ვერ მოიძებნა…“

ვიდეო: “საოცარი შესრულება” – მაკა შალიკაშვილი კითხულობს რეზო ამაშუკელის ლექსს “ქაშუეთის წინ”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g