LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკო კვიტაიშვილი: „ეკას და ბუკას ურთიერთობას რომ ვუყურებ, მეც ასეთი სიყვარული მინდა…“

1820

მომღერალი მაკო კვიტაიშვილი დედის, ეკა მიშველაძისა და პოლიტიკოს ბუკა პეტრიაშვილის ურთიერთობის შესახებ „თბილისელებთან“ საუბრობს. როგორც მაკო ამბობს: „დედას და ბუკას ძალიან უყვართ ერთმანეთი. ბუკამ ჩვენს ოჯახში სიხალისე შემოიტანა. სასწაული ადამიანია. ეკას და ბუკას ურთიერთობას რომ ვუყურებ, ვფიქრობ, ასეთი სიყვარული მეც მინდა-მეთქი. ხშირად დედისთვის არ მითქვამს და ბუკასთვის გამინდია საიდუმლო“.

მაკო იხსენებს ბუკა პეტრიაშვილის დაჭრის დღეს და ამბობს, რომ დედა ასეთი უბედური არასდროს უნახავს – „ბუკა რომ დაჭრეს, ეკამ პირველად მე დამირეკა და წარმოიდგინეთ, მე მივასწარი დედას საავადმყოფოში. დედა ასეთი უბედური არ მინახავს. ბუკას დაჭრის დროს ვიგრძენი, რა შიშია, როცა ოჯახის წევრს საფრთხე ემუქრება და უჭირს. ბუკას ხასიათმა გადაგვატანინა ეს ტრაგედია, ის გვამხნევებდა“ – იხსენებს ეკა მიშველაძის ქალიშვილი ჟურნალთან ინტერვიუში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g