LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკრონი: შეგვიძლია კი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყება ომის პირობებში მყოფი ქვეყნისთვის? ვფიქრობ, რომ არა

191
fddddddddddddddd

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ევროკავშირი ვერ დაიწყებს გაწევრიანების პროცედურას ომში მყოფ ქვეყანასთან. ამის შესახებ მაკრონმა ვერსალში ევროკავშირის ლიდერების სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

„ჩვენ განვიხილავთ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ვფიქრობ, რომ ამ ქვეყნებს, და განსაკუთრებით უკრაინას და უკრაინელებს, ამ წუთას სჭირდებათ ძლიერი სიგნალის გაგზავნა, მაგრამ ამასთან ერთად, ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ. შეგვიძლია კი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყება ომის პირობებში მყოფი ქვეყნისთვის? ვფიქრობ, რომ არა. უნდა დავუხუროთ კარები და ვუთხრათ, რომ არასდროს? ეს არასამართლიანი იქნებოდა. უნდა დავივიწყოთ რეგიონული წონასწორობა? აქაც ფრთხილად უნდა ვიყოთ“,- განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ – რუსეთ-უკრაინის ომი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g