LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა ხაზარაძე: დასაწყებია ღარიბაშვილის იმპიჩმენტის წესით გადაყენების პროცედურა!

315
Untitled design

ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში Georgian Airways-ის დამფუძნებელმა თამაზ გაიაშვილმა განაცხადა, რომ პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიაში აირზენამ, სამთავრობო თვითმფრინავით წაიყვანა.

„პრემიერ-მინისტრი კერძო ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა და მისი მგზავრობის, ასევე ჩარტერული რეისის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა” – ნინო გიორგობიანი

აღნიშნულ ინფორმაციას, პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე ეხმაურება. ოპოზიციონერი აცხადებს, რომ ეს „აღვირახსნილი კანონდარღვევაა“ და საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადასაყენებლად, საპარლამენტო ოპოზიციამ იმპიჩმენტის პროცედურა უნდა დაიწყოს.

„დასაწყებია ღარიბაშვილის იმპიჩმენტის წესით გადაყენების პროცედურა!

საპარლამენტო ოპოზიციამ უნდა დაიწყოს ეს პროცესი…

თუ მსგავს აღვირახსნილ კანონდარღვევას შევეგუებით და შესაბამისად არ ვიმოქმედებთ ყველა ერთად, პარლამენტი და საზოგადოება, მაშინ ევროკავშირისკენ სწრაფვა ილუზიაა – იმპიჩმენტი ღარიბაშვილს!“,- წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

 

დასაწყებია ღარიბაშვილის იმპიჩმენტის წესით გადაყენების პროცედურა!

საპარლამენტო ოპოზიციამ უნდა დაიწყოს ეს პროცესი……

Posted by მამუკა ხაზარაძე Mamuka Khazaradze on Saturday, 9 September 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g