LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა მდინარაძემ ენმ-ს ლობისტ კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტი გაუსაჯაროვა

241
46425162-1926427774320312-6145065179336933376-o (1)

“ქართული ოცნების” უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ “ნაციონალურ მოძრაობის”  “ორიონ სტრატეჯის”-თან დადებული კონტრაქტი გაასაჯაროვა და განმარტა, რომ პირი, რომელიც დოკუმენტს აღნიშნული პარტიის სახელით აწერს ხელს “ატლანტიკური საბჭოს” ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელიაა.

როგორც მდინარაძე აცხადებს, ისევე, როგორც წინამორბედი ხელისუფლება, “ქართული ოცნების” მთავრობა თანამშრობლობს სხვადასხვა ლობისტ კომპანიებთან, თუმცა “სკანდალი” არის ის ფაქტი, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი გვევლინება ენმ-ს ოფიციალურ წარმომადგენლად. უმრავლესობის ლიდერის განმარტებით, ოპოზიციური პარტია “ტყუილებით მანიპულირებს” და ბათუ ქუთელიას ობიექტურობაში ეჭვი შეაქვს.

ეს იყო ბანძი და გოიმური ქმედება - მამუკა მდინარაძე

მდინარაძე მომხდარში "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებს

“2019 წლის ოქტომბრის თვეში “ნაციონალურ მოძრაობასა’ და კომპანია “ორიონ სტრატეჯი”-ს შორის გაფორმდა კონტრაქტი, რომელის მოქმედების ვადა არის ერთი წელი და შესაბამისად 2020 წლის ოქტომბერში დასრულდება.

აღნიშნული კონტრაქტის მიხედვით, კომპანია ენმ პარტიას უნდა დაეხმაროს ქართული დამოკრატიის გაძლიერებაში. ეს არის მითითებული დოკუმენტზე. ამ ფორმალური მიზნის ქვეშ რა საქმიანობაც უნდა განხორციელდეს, ყველასთვის ნათელია.” – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

მისივე განმარტებით, დოკუმენტი აშშ იუსტიციის ელექტრონულ პორტალზეა ატვირთული და საჯაროა. როგორც მდინარაძე ამბობს, პარტნიორ ქვეყანაში მთავრობის წევრების ვიზიტით, გაბათილდება ის ეჭვები, რაც შეიძლება აშშ ჰქონდეს საქართველოსთან მიმართებაში.

მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე ასევე, აღნიშნა, რომ ოპოზიციური პარტიები ენმ პარტიის განშტოებები არიან, რაც აღნიშნულ კონტრაქტზე ბათუ ქუთელიას ოფიციალურ წარმომადგენლად წარდგენამ კიდევ ერთხელ დაადასტურა.

როგორც უნდათ ისე დაწერენ ციფრებს: NDI-ის კვლევით უკმაყოფილო მთავრობა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები