LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამულიჩა: „ჩემი აზრით, სახალისო ვიდეო გამოვაქვეყნე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ დაინგრა ქვეყანა…“

2374
მამულჩა მთავარზე

ლელა წურწუმიას გვერდზე დადებულმა ვიდეომ, სადაც ლელასთან ერთად მისი ბექვოკალი სცენაზე ხალათში გამოწყობილი ხალისობს, დადებითთან ერთად, უარყოფითი კომენტარებიც გამოიწვია. საზოგადოების ნაწილს არ მოეწონა მომღერალ გიორგი თორაძის მოძრაობები და ზღვისპირეთში შემოცმული ხალათის გახდა რეპეტიციაზე და ეს კომენტარებში აღნიშნა.

 

ამაზე ნაკლები საუნდჩეკი არ უნდა გქონდეს???

Posted by Lela Tsurtsumia on Saturday, July 9, 2022

მოგვიანებით, კახი მამულაშვილმა, მამულიჩამ გამოაქვეყნა განმარტება ამ პოსტთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ეს ვიდეო, სახალისოდ და გასამხიარულებლად თავად ატვირთა სოციალურ ქსელში და არ ელოდა ასეთ უარყოფით გამოხმაურებებს:

„მეგობრებო

ამ ვიდეოს ლამის მილიონი ნახვა აქვს ორ დღეში და გამოწვია ბევრი მითქმა-მოთქმა.

მე ავტვირთე ლელას ფეიჯზე, ჩემი აზრით სახალისო ვიდეო, რომელიც ზღვაზე რეპეტიციაზე გადავიღეთ და მეგონა, ადამიანებიც იხალისებდით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ  დაინგრა ქვეყანა…

ეს ბიჭი, გიორგი თორაძე, ჩვენი გუნდის განუყოფელი ნაწილია და არის უმაგრესი, უჯიგრესი, ყოველთვის ხალისის შემომტანი და რაც მთავარია, უკომფორტულესი ადამიანი… ვამაყობ, რომ ჩემი ოჯახის წევრია.

მეტი იუმორი, ჩემო ადამიანებო…“

ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ლელა წურწუმიამ დაგეგმილი კონცერტი გადადო – რა ინფორმაციას ავრცელებს მამულიჩა

ვიდეო – როგორი სასიამოვნოა, როდესაც შენი შემოქმედების გულშემატკივარი ქუჩაში გაჩერებს და გჩუქნის ყვავილებს: ლელა წურწუმია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები