LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ლელა წურწუმიამ დაგეგმილი კონცერტი გადადო – რა ინფორმაციას ავრცელებს მამულიჩა

608
Untitled design (5)

ლელა წურწუმიას კონცერტი, რომელიც 15 აპრილს, ვარციხის მარანში იყო დაგეგმილი, 30 აპრილისთვის გადაიდო.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში ლელას მეუღლე და ცნობილი პროდიუსერი, კახა მამულაშვილი (მამულიჩა) წერს.

მომღერალს კონცერტის გადადება კოვიდ-19-ის გამო მოუწია, რომელიც ლელა წურწუმიას უკვე მეორედ დაუდასტურდა:

ლელა წურწუმიას კორონავირუსი დაუდასტურდა

“მეგობრებო, გილოცავთ ხარებას.

ამ კოვიდმა, მე მგონი, ბოლო კუდი მოისროლა და ლელასთან მოვიდა. 15 აპრილის კონცერტი ვარციხის მარანში, გადაიდო 30 აპრილს”, – წერს მამულიჩა სოციალურ ქსელში.

ლელა წურწუმია: „კლინიკაში რომ შემიყვანეს, ისეთი შეშუპებული ვიყავი, ვერ მიცნეს…“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები