ახლახან რეჟისორი ლევან წულაძე და მსახიობი მანანა კოზაკოვა ბებია-ბაბუა გახდნენ. მათ ქალიშვილს, თინათინს ვაჟი შეეძინა. ლევანი და მანანა აქტიურად არიან ჩართულები შვილიშვილის აღზრდაში.
მანანა კოზაკოვა ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრება:
„აღმაშენებელზე სახლი გავყიდეთ და საცხოვრებლად სოფელში, ოქროყანაში გადმოვედით. რასაკვირველია, აქ ბევრი სიკეთეა. ბაღი გვაქვს, მართალია, პატარაა, მაგრამ მაინც რაღაცას დავთესავთ, დავრგავთ, მოვრწყავთ და ძალიან სასიამოვნო პროცესია. მუდამ რომ კორპუსის ბინაში ჩაიკეტო, გაგიჟდები ადამიანი. თინათინი და გიორგი ცალკე ცხოვრობდნენ, მაგრამ აქ არჩიეს და ორსულობის ბოლოსკენ გადმოვიდნენ. აქ ყოფნისას დაიბადა პატარა ანდრუშა…
აქ იქნებიან, რადგან სუფთა ჰაერია და ყველაფერი მოსახერხებელია. ეს სახლი ისე დავაპროექტეთ და ავაშენეთ, რომ ყველაფერი გათვლილია. სულ სამი ოთახია და ერთი ოთახი მათ განკარგულებაშია, ყველანაირი პირობებით. თუ არ უნდათ, შეუძლიათ, მთელი დღე არც დაგვენახონ. მგონი, ხელს არაფერში ვუშლით და მშვენივრად ვართ. ბავშვისთვის აქ ჯობია ყველანაირად და ჯერჯერობით არც ვაპირებთ სხვაგან წასვლას…“