LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მანჯგალაძე ხვიჩიას: “არ ვაპირებთ ოპოზიციის შიგნით ოპოზიციონერობას”

46
BeFunky-collage (1)

“ჩვენ არ ვაპირებთ ოპოზიციის შიგნით ოპოზიციონერობას – სწორედ ეს არის „ქოცობა”, რომ სხვას აბრალებ იმას, რომ ევროპაში ინტეგრაციის პროცესის მთავარი დაბრკოლება არის „ქართული ოცნება” და ხელს იშვერ შენი ოპოზიციონერი კოლეგისკენ,” – ეს განცხადება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა წევრმა პაატა მანჯგალაძემ, „გირჩის“ ლიდერის იაგო ხვიჩიას საპასუხოდ გააკეთა.

იაგო ხვიჩია: ამრევები არიან მოსაშორებლები – ჩემი აზრით, ვაშაძე ამრევია და უმრავლესობიდან ყველა ურევს

„სტრატეგია აღმაშენებელს” საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე უფრო მნიშვნელოვანი საკითხი არ აქვს და აქედან გამომდინარე, ამისკენ არის მიმართული ყველა ჩვენი ძალისხმევა. ჩვენ არ ვაპირებთ ოპოზიციის შიგნით ოპოზიციონერობას, ეს არ არის სწორი საქციელი და ამას ვინც აკეთებს უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ხდება ყურადღების გადასატანად მთავარი საკითხებიდან მეორეხარისხოვან საკითხებზე. ეს უნდა “ქართულ ოცნებას” და სწორედ ეს არის „ქოცობა”, რომ სხვას აბრალებ იმას, რომ ევროპაში ინტეგრაციის პროცესის მთავარი დაბრკოლება არის „ქართული ოცნება” და ხელს იშვერ შენი ოპოზიციონერი კოლეგისკენ. ეს არის „ქოცობა” და მე ვურჩევ ყველას, რომ კონცენტრირდნენ მთავარ საკითხზე, ახლა არ არის ტალახის დრო, ახლა არის ერთიანობის დრო“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები