LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მარადიული სიყვარული მხოლოდ ქალისთვისაა რომანტიკული, მამაკაცს კი, აფრთხობს და გაქცევას აიძულებს“ – ფედერიკო ფელინის ცნობილი გამონათქვამები

12056
ფედერიკო ფელინი

პირველი შედევრი „გზა“ ფედერიკო ფელინიმ 1954 წელს დადგა, როცა ერთადერთი შვილის გარდაცვალების შემდეგ კლინიკურმა დეპრესიამ შეიპყრო, მრავალრიცხოვან ფსიქოთერაპევტებთან იძულებითმა თანამშრომლობამ კი, მის შემდგომ ნამუშევრებზე „სატირიკონი“ და „8 ½“ მოახდინა გავლენა.

ცნობილი ადამიანების ციტატები

fortuna.ge გთავაზობთ ფედერიკო ფელინის ცნობილ ფრაზებს:

სიბერე მაშინ იწყება, როცა ცხოვრება გამეორებად გეჩვენება, როცა ყველაფერს, რასაც აკეთებ, ერთხელ უკვე გააკეთე, როცა უფრო მეტად გინდა, ვიდრე შეგიძლია და უფრო ხშირად იხსენებ, ვიდრე ფიქრობ.

ახალგაზრდებმა არასდროს იციან რა უნდათ, მაგრამ ყოველთვის შესაშური ენთუზიაზმით ცდილობენ რაღაცის მიღწევას.

უცხო ენა – განსხვავებული შეხედულებაა ცხოვრებაზე.

გამონაგონი – ერთადერთი სასიამოვნო რეალობაა!

შეუძლებელია გრანდიოზულის მიღწევა გატაცების, თავდავიწყების გარეშე!

არ არსებობს არც დასაწყისი, არც დასასრული, არის მხოლოდ ცხოვრების ჟინი!

ქორწინება არა ბედნიერი დასასრული, არამედ დრამის დასაწყისია.

სინამდვილეში ცენზურა – უფასო რეკლამაა სახელმწიფოს ხარჯზე.

სიკვდილი – ყველაზე დიდი სისულელეა, რაც ადამიანს შეუძლია ჩაიდინოს.

ყოველთვის იმ გარემოში ცხოვრობ, რომელსაც თვითონ ქმნი და აზრი არ აქვს სხვის დადანაშაულებას.

მამაკაცები და ქალები განსხვავებულად აღიქვამენ ღალატს. ქალი დარწმუნებულია, რომ ღალატისას მამაკაცი სხეულის, სულის ნაწილს ჩუქნის სხვას, მამაკაცი კი, თვლის, რომ მხოლოდ „სესხად გასცემს საკუთარ თავს“, თუმცა არ იცის, როგორ აუხსნას ამგვარი ხელგაშლილობა მეუღლეს.

რაც უფრო ხშირად ჰბაძავ სხვას, მით უფრო მეტად ემსგავსები მის უხარისხო ასლს!

მარადიული სიყვარული მხოლოდ ქალისთვისაა რომანტიკული, მამაკაცს კი, აფრთხობს და გაქცევას აიძულებს.

მარტოობა თავისუფლებას ნიშნავს, რადგან სხვისთვის ანგარიშის გაწევის გარეშე შეგიძლია ცხოვრება და განვითარება.

თანამედროვე სამყაროში ნაღვლიანი მასხარა უფრო მეტია, ვიდრე მართლა ბედნიერი ადამიანი.