LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარცვლეულის ექსპორტის გასამარტივებლად, ბრიტანეთი უკრაინის რკინიგზის რემონტისთვის 10 მილიონ ფუნტ სტერლინგს გამოყოფს

54
FVdhvceWUAQMLXa

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება უკრაინის რკინიგზის რემონტისთვის 10 მილიონ ფუნტ სტერლინგს გამოყოფს, რათა გაამარტივოს ქვეყნიდან მარცვლეულის ექსპორტზე გატანა რუსული აგრესიის ფონზე. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს მთავრობის განცხადებაშია ნათქვამი.

„უკრაინიდან შავი ზღვის საშუალებით მარცვლეულის გატანის ბლოკირების გარდა, რუსული თავდასხმები მის ექსპორტს რკინიგზის საშუალებითაც აფერხებენ და ხელს უშლიან. იმისთვის, რათა ამას წინააღმდეგობა გავუწიოთ, დიდი ბრიტანეთი გამოყოფს 10 მილიონ ფუნტ სტერლინგს მასალებსა და აღჭურვილობაზე უკრაინის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის შესაკეთებლად, რათა მოხდეს ქვეყნიდან მარცვლეულის ამ გზით გამოტანის ხელშეწყობა“, – ნათქვამია პრესრელიზში.

ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ გაერთიანებული სამეფო ამ მიმართულებით მჭიდროდ თანამშრომლობს უკრაინის ხელისუფლებასთან, რათა მაქსიმალურად გაიზარდოს რკინიგზის გამტარობა და უზრუნველყოფილ იქნეს მარცვლეულის გადატანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები