LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარგველაშვილი: “უგულავა, რა თქმა უნდა, პოლიტმატიმარია”

125
wtg3w

“გიგი უგულავას დაკავება არის სილა, რომელიც გააწნეს ჩვენს პარტნიორებს, – ასე ეხმაურება საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი,გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას გიგი უგულავასთვის 3-წლიანი პატიმრობის მისჯის თაობაზე.მარგველაშვილის თქმით, ეს სიტუაცია ნათელი მესიჯია, რომ ხელისუფლებას დასავლელი პარტნიორების აზრი არ აინტერესებს.

“გუშინდელმა დაკავებამ შეცვალა პოლიტიკური ვითარება ქვეყანაში, უგულავა, რა თქმა უნდა, პოლიტმატიმარია. მისი დაკავება მხოლოდ ქართული რეალობისთვის მიუღებელი ფაქტი არაა, უგულავას დაკავება არის სილა, რომელიც გააწნეს ჩვენს პარტნიორებს.

მაშინ, როცა მათ მკვეთრი განცხადებები გააკეთეს, რომ საქართველოში დემოკრატიის პრინციპები ირღვევა და მაშინ, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე იყო ჩასული თითქოს ამ სიტუაციის მოსაგვარებლად, ასეთი ფორმით, როცა პროკურორი არის მოსამართლე და ერთი და იგივე საქმეზე ასამართლებს პოლიტიკოსს, თან როდესაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები – ძალიან ნათელი მესიჯი გაუგზავნეს დასავლეთს, რომ მათი აზრი არ აინტერესებთ. ასეთი მესიჯი საქართველოს პარტნიორებისთვის არცერთი ხელისუფლების დროს არ გაუგზავნია,” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მარგველაშვილმა ასევე, აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში კი თუ საქართველო დასავლელ პარტნიორებს დაივიწყებს, “თამაშის სხვა არეალი არის რუსეთი.”

https://www.facebook.com/tvpirveli/videos/636222723854963/

“ეს ქმედება შეიძლება შეფასდეს, როგორც მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნით გამოყენება” – მმართველობიდან წასული პრემიერი უგულავაზე

შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავას  საქართველოს პროკურატურა  მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლაგვას ედავებოდა. მას  3 წელი და 2 თვე აქვს მისჯილი. სასამართლომ გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაცხადა.

საკასაციო საჩივარი, ახლადარჩეულმა მოსამართლემ, შალვა თადუმაძემ განიხილა. უგულავა სამართალდამცავ უწყებაში თვითონ მივიდა.  “ევროპული საქართველოს” ლიდერი მატროსოვის ციხეში იმყოფება.

გვარამია შემდეგი შენ იქნები… ბრძოლა გრძელდება – უგულავა განყოფილებაში წავიდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები