LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიამ გეგუჩაძე უკრაინაში იმყოფება: “მინდა გადავიღო ომის პერიოდი, გაოგნებული ვარ ამ ადამიანების სიმშვიდით და სიმტკიცით, ყველა არის რიგში, რომ ომში მოხალისედ წავიდეს”

896
BeFunky-collage (3)

სამოქალაქო აქტივისტი, მარიამ გეგუჩაძე კიევში იმყოფება. მან უკრაინაში გამგზავრების მიზეზებზე “მთავარი არხის” ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ კიევში მისი მეგობრების დასახმარებლად იმყოფება.

“ჩამოვედი იმის გასაკეთებლად, რისი გაკეთებაც აქ შემიძლია ფიზიკურად. ასევე, აქ ვარ ჩამოსული გადასაღებად. ვაპირებ ბუჩაში ჩასვლას..

კიევში ისმის სირენების ხმა, თუმცა მუდმივ რეჟიმში არა. აქედან გამომდინარე, შედარებით გაუმჯობესდა სიტუაცია.

მინდა გადავიღო ომის პერიოდი. აღსანიშნავია, ადამიანური განწყობები – გაოგნებული ვარ ამ ადამიანების სიმშვიდით და სიმტკიცით. ეს ყველაფერი იგრძნობა აქ.

ყველა თითქმის ვინც აქაა, არის რიგში, რომ ომში მოხალისედ წავიდეს”, – განაცხადა მარიამ გეგუჩაძემ.

როგორი იყო უკრაინა ომამდე რამდენიმე დღით ადრე – მარიამ გეგუჩაძე მოგზაურობის ვიდეოს აქვეყნებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g